17 აპრილი, 2026 წ. - სოლთ-ლეიქ სითი

ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი სასწავლო გეგმისთვის მოსამზადებლად იწვევენ

image
განახლებული გზამკვლევი „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“ (ა.გ.) მოიცავს 12 თავს — თითო თავს წლის თითოეული თვისთვის — თითოეული მათგანი ფოკუსირებულია დოქტრინაზე, პრინციპებსა და რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაზე. 2026 by Intellectual Reserve, Inc. All rights reserved.

 

საკვირაო შეხვედრებსა და ახალგაზრდულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ 30 მარტს გაკეთებული განცხადების შემდეგ, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია მოუწოდებს ახალგაზრდებს, მშობლებსა და ხელმძღვანელებს, ახლავე დაიწყონ მზადება ცვლილებებისთვის, რომლებიც ძალაში შევა 2026 წლის 6 სექტემბრიდან.

ამ ცვლილებების ცენტრშია განახლებული „ახალგაზრდების გასაძლიერებლად: გზამკვლევი არჩევანის გასაკეთებლად“ — პრინციპებზე დაფუძნებული, ქრისტეზე ორიენტირებული წყარო, რომელიც შემოდგომიდან ახალგაზრდა ქალების კლასებისა და აარონის მღვდლობის ქვორუმების სასწავლო გეგმად იქცევა.

ეკლესიის ხელმძღვანელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ახალგაზრდების მოწაფეობის გაძლიერებას, ოჯახზე ორიენტირებული სახარების სწავლის გაღრმავებას და ერთიანობის ჩამოყალიბებას, რადგან მთელი მსოფლიოს ახალგაზრდები ერთად სწავლობენ ერთსა და იმავე პრინციპებს.

ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ყოველთვიური, პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა

განახლებული გზამკვლევი „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“ (ა.გ.) მოიცავს 12 თავს — თითო თავს წლის თითეულ თვისთვის — თითოეული მათგანი ფოკუსირებულია დოქტრინაზე, პრინციპებზე და რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაზე. 6 სექტემბრიდან კლასები და ქვორუმები თვეში ერთ თავს შეისწავლიან და ისწავლიან, თუ როგორ გააკეთონ არჩევანი ისე, რომ მხსნელი იესო ქრისტე მათი ცხოვრების ცენტრში იყოს.

ახალგაზრდებს იწვევენ, 6 სექტემბრამდე წაიკითხონ მთლიანი სახელმძღვანელო, გაეცნონ მის სწავლებებს და ისწავლონ მისი გამოყენება მთელი ცხოვრების მანძილზე მოწაფეობისა და გადაწყვეტილებების მიღების რესურსის სახით.

ახალგაზრდების მიერ ამ გზამკვლევის შესწავლის სასურველი შედეგებია, რომ ისინი:

  1. გახდნენ იესო ქრისტეს ერთგული მოწაფეები მთელი ცხოვრების მანძილზე და საფუძვლიანად გაიგონ მისი სახარება.
  2. მოემზადონ შემოსვის წეს-ჩვეულებისთვის აღთქმისეული დაპირებებისა და მღვდლობის წეს-ჩვეულებების უფრო ღრმა გააზრებით.
  3. მოემზადონ მისიისთვის უფლის მსახურების სურვილით.
  4. ორიენტირებულნი იყვნენ თავიანთ მომავალ ოჯახზე იმის გააზრებით, რომ მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინება ღვთის მიერ არის დადგენილი და რომ ოჯახი ცენტრალურ ადგილს იკავებს მამის გეგმაში.
  5. იცოდნენ, რომ იესო ქრისტე მათი ძალაა.

გზამკვლევი ახლა ხელმისაწვდომია სახარების ბიბლიოთეკაში, კოლექციაში „ახალგაზრდები“, დაბეჭდილ ასლებს კი მსოფლიოს ყველა კუთხის დანაყოფი მიიღებს.

 

წაიკითხეთ ერთად: 3 მაისიდან კვირაში ერთი თავი

2026 წ. 3 მაისიდან, სოციალური მედიის არხები „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“ (ყოფილი 'Strive to Be' („ეცადე იყო“) მსოფლიო მასშტაბით კითხვის ღონისძიებას უმასპინძლებს. ახალგაზრდებს, მათ ოჯახებსა და ხელმძღვანელებს მოუწოდებენ, წაიკითხონ კვირაში ერთი თავი, რათა ერთად მოემზადონ ცვლილებებისთვის მომავალ სასწავლო გეგმაში.

ყოველკვირეული პოსტები მოიცავს:

  •  წასაკითხ მოწვევას

  •  შთაგონებებსა და დამოწმებებს სხვა ახალგაზრდებისგან

  •  გამოყენების იდეებს, რომლებიც დაეხმარება ახალგაზრდებს, იმოქმედონ შესწავლილის საფუძველზე

თვალყური ადევნეთ ეკლესიის ახალგაზრდულ სოციალურ მედია არხებს

 

image
ახალგაზრდებზე ორიენტირებულმა ეკლესიის სოციალური მედიის არხებმა, რომლებიც ადრე 'Strive to Be'-ს სახელით იყო ცნობილი, სახელი შეიცვალეს - მათ ამჟამად „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“ ეწოდება (For the Strength of Youth) (@forstrengthofyouth). 2026 by Intellectual Reserve, Inc. All rights reserved.

ახალგაზრდებზე ორიენტირებულმა ეკლესიის სოციალური მედიის არხებმა, რომლებიც ადრე Strive to Be -ს სახელით იყო ცნობილი, სახელი შეიცვალეს - მათ ამჟამად ეწოდება ახალგაზრდების გასაძლიერებლად“ (For the Strength of Youth (@forstrengthofyouth).

ეს არხები გთავაზობენ:

  •  სულის ასამაღლებელ, ქრისტეზე ორიენტირებულ გზავნილებს , რომლებიც ახალგაზრდებს ეხმარება გააღრმაონ რწმენა და იგრძნონ მხსნელის სიყვარული ყოველდღიურ ცხოვრებაში

  •  პოზიტიური, შთამაგონებელი მასალები მხარდამჭერ ონლაინ საზოგადოებაში თავდაჯერებულობის, მიკუთვნილობის გრძნობისა და მოწაფეობის გასაძლიერებლად

  •  ახალგაზრდებისა და ხელმძღვანელების მსოფლიო ხედვა, რაც ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს ეხმარება, მთელ მსოფლიოში იესო ქრისტეს სხვა მოწაფეებთან კავშირი იგრძნონ.

მშობლებს, ხელმძღვანელებსა და ახალგაზრდებს აგრეთვე ვიწვევთ, თვალყური ადევნონ:

  •  Young Women Worldwide (@youngwomenworldwide Facebook -ზე და Instagram) -ზე

  •  Young Men Worldwide (@youngmenworldwide_ Facebook -ზე და Instagram)-ზე

2026 წლის 30 აგვისტოს ახალგაზრდების დისკუსია

ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების ახალი სასწავლო გეგმისთვის მოსამზადებლად, ეკლესიამ 2026 წლის 30 აგვისტო, კვირაიმავე თვის მეხუთე კვირა დღე, ახალგაზრდებისთვის მსოფლიო დისკუსიის დღე-დ დააწესა.

ამ კვირა დღეს:

  •  ახალგაზრდებს,

  •  მათ მშობლებს,

  •  ახალგაზრდების ხელმძღვანელებსა და

  •  დაწყებითი საზოგადოების ბავშვებს, რომლებსაც 2027 წელს 12 წელი შეუსრულდებათ,

იწვევენ, შეიკრიბონ თავიანთ სამრევლოებსა და მეურვეობებში, რათა უყურონ ეკლესიის მიერ მოწოდებულ სასწავლო ვიდეოებს და დაასრულონ ადგილობრივი დისკუსიით.

ეს სპეციალური მეხუთე კვირა დღის შეხვედრა გააცნობს ახალ სასწავლო გეგმას, აჩვენებს, თუ როგორ გამოიყენოთ გზამკვლევი ეფექტურად და შესთავაზებს პრაქტიკულ ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს სრულად მიიღონ მონაწილეობა ყოველკვირეულ გაკვეთილებში 6 სექტემბრიდან.

„ა.გ.-ს განახლებული გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს იმ იარაღების შეძენაში, რომლებიც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იესო ქრისტეს მოწაფეები იყვნენ“, - თქვა ახალგაზრდა ქალების გენერალურმა პრეზიდენტმა, ემილი ბელ ფრიმანმა. „როდესაც ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები სწავლობენ სახელმძღვანელოში მოცემული პრინციპების შესწავლას, გამოყენებას და მათ მიხედვით ცხოვრებას, ისინი ბუნებრივად უფრო მეტად დაემსგავსებიან ქრისტეს“.

ჟურნალი „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“: აუცილებელია ყოველკვირეული გაკვეთილებისთვის

 

 

image

2026 წლის სექტემბრიდან, ახალგაზრდა ქალების ყოველკვირეული გაკვეთილებისა და აარონის მღვდლობის ქვორუმის შეხვედრების მხარდამჭერი სასწავლო გეგმის მასალები დაიბეჭდება ჟურნალ „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“ თითოეული ნომრის ბოლოში.

იმისათვის, რომ ოჯახებმა ეს მასალები მიიღონ, ახალგაზრდებს, მშობლებსა და ხელმძღვანელებს ვურჩევთ, რაც შეიძლება მალე გამოიწერონ ისინი უფასოდ: magazines.ChurchofJesusChrist.org

ჟურნალი აგრეთვე გთავაზობთ დამოწმებებს, მაგალითებსა და ისტორიებს, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სახარების პრინციპების გამოყენებაში. თითოეული ნომრის ციფრული ასლი ხელმისაწვდომი იქნება სახარების ბიბლიოთეკაში წინა თვის მეათე დღეს. სექტემბრის სასწავლო გეგმის მცირე მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სწავლის, მოქმედებისა და ჩამოყალიბებისთვის მომზადება

 

image
მათ, ვისაც სურს FSY-ის სახელმძღვანელოს შესწავლა 6 სექტემბრამდე, შეუძლიათ ისარგებლონ სასწავლო გეგმით, რომელიც ხელმისაწვდომია აპლიკაციაში „სახარების ბიბლიოთეკა“. . © 2026 Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია.

მათ, ვისაც სურთ, სახელმძღვანელოს 6 სექტემბრამდე გაეცნოს, შეუძლიათ გამოიყენონ სასწავლო გეგმა, რომელიც ხელმისაწვდომია აპლიკაციაში „სახარების ბიბლიოთეკა“. ეს გეგმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აღრიცხონ უკვე გავლილი თავები, დააყენონ შეტყობინებები აპლიკაციაში და მოუსმინონ თითოეულ თავს; მოსმენისას შესაბამისი კვირის საკითხავი მასალა ავტომატურად აღინიშნება როგორც დასრულებული.

„მთელი ცხოვრების მანძილზე მოწაფეობა ყოველდღიური მოწაფეობით იწყება“, — განაცხადა ახალგაზრდა მამაკაცთა ორგანიზაციის გენერალურმა პრეზიდენტმა, ტიმოთი ლ. ფარნსმა. „2026 წლის სექტემბრის მოლოდინში, მოდით, უკვე დღესვე დავიწყოთ ა.გ.-ს სახელმძღვანელოსა და მასთან დაკავშირებული წმინდა წერილების ლოცვით შესწავლა. როდესაც უფალთან ერთად ივლი აღმოაჩენ, რომ იესო ქრისტე შენი ძალაა. ნება მიეცი მას, იყოს შენი წინამძღოლი ყოველ შენს არჩევანში“.

სექტემბრის მოახლოებასთან ერთად, მეტი ინფორმაცია და მასალა მოგეწოდებათ.