ბარსელონას ესპანეთის ტაძრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება 2026 წლის 19 სექტემბერს, შაბათს. ღონისძიებას უხელმძღვანელებს ცენტრალური ევროპის რეგიონის პრეზიდენტობის წევრი, უხუცესი ჯეიმს ვ. მაკკონკი III .
ესპანეთში თითქმის 72 000 უკანასკნელ დღეთა წმინდანი ცხოვრობს, რომლებიც დაახლოებით 150 სამლოცველოში იკრიბებიან. ეს უფლის მეორე სახლი იქნება ამ ქვეყანაში. მადრიდის ესპანეთის ტაძარი 1999 წ. იქნა მიძღვნილი. ბარსელონას ესპანეთის ტაძარი 2022 წ. გამოცხადდა .
ბოლო გენერალურ კონფერენციაზე პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა დაამოწმა, რომ ღვთის ძალა ყველასთვის ხელმისაწვდომია უფლის სახლში წეს-ჩვეულებებში მონაწილეობის მეშვეობით.
„მღვდლობის ჩაბეჭდვის ძალა, რომელსაც განაპირობებს [1836 წ] კირტლანდის ტაძარში აღდგენილი გასაღებები, ოჯახებს სამარადისოდ აერთიანებს“ - თქვა მან. „ამჟამად ის მთელ მსოფლიოში უფლის სულ უფრო მეტ ტაძარში გამოიყენება“.
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ტაძრებში რამდენიმე მიზეზის გამო თაყვანს სცემენ ღმერთს: რათა იგრძნონ ღვთის სიყვარული და სიმშვიდე, მეტი გაიგონ ღვთის გეგმის შესახებ მისი შვილებისთვის და იესო ქრისტეს სახარების შესახებ, დადონ აღთქმები ღმერთთან და საკუთარ ქმართან ან ცოლთან და მიიღონ მონაწილეობა წმინდა წეს-ჩვეულებებში, რომლებიც საშუალებას აძლევს ოჯახებს, გაერთიანდნენ ამ და მომავალ ცხოვრებაში.