ჩორლი, ინგლისი 

ევროპელი ახალგაზრდა ზრდასრულები აღნიშნავენ რწმენასა და მეგობრობას ღირსშესანიშნავ კონფერენციაზე 

image
24 ქვეყნიდან ჩამოსული დაახლოებით 1500 ახალგაზრდა ზრდასრული შეიკრიბა ლანკაშირში (ინგლისი) უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველ ყოველწლიურ კონფერენციაზე — „სათითაოდ“.

29-31 მაისს, ინგლისში, ლანკაშირში, 24 ქვეყნიდან 1500-მდე ახალგაზრდა ზრდასრული შეიკრიბა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველ კონფერენციაზე სახელწოებით „თითოეული სათითაოდ“, რაც ევროპაში ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ახალგაზრდა ზრდასრულთათვის.

სამი დღის განმავლობაში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ მსახურების პროექტებში, სულიერების საათებსა და სემინარებში, ტაძარში ღვთისთაყვანისცემაში, სპორტულ და გუნდურ ღონისძიებებში, ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, დაემყარებინათ ხანგრძლივი მეგობრული კავშირები ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ზრდასრულებთან. ამ ღირსშესანიშნავ კონფერენციაზე ჩატარდა ორი განსაკუთრებული სულიერების საათი თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრთან, უხუცეს კლარკ გ. გილბერტთან ერთად.

 

კონფერენცია, რომელსაც ინგლისის პრესტონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიამ და „ბარნლის“ საფეხბურთო კლუბის საშინაო სტადიონმა უმასპინძლა, წელს „სათითაოდ“ თემას მიეძღვნა. ეს სახელწოდება ასახავს ევროპის ჩრდილოეთ რეგიონის უფრო ფართო მიზანს, რაც გულისხმობს პირად მოწაფეობას, ტაძრის წმინდა წეს-ჩვეულებების მისაღებად მომზადებასა და სხვების დახმარებას აღთქმის გზაზე წინსვლაში. ის ასევე ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის, როგორც ღვთის საყვარელი შვილის აღქმას, რომელსაც გააჩნია უნიკალური ღირებულება და ღვთიური პოტენციალი — ეს აქცენტი აშკარა იყო მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში.

image
24 ქვეყნიდან ჩამოსული დაახლოებით 1500 ახალგაზრდა ზრდასრული შეიკრიბა ლანკაშირში (ინგლისი) უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველ ყოველწლიურ კონფერენციაზე — „სათითაოდ“.

დაწყება ტაძარზე ფოკუსირებით

ბევრი მონაწილისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო ჩორლიში, ინგლისის პრესტონის ტაძარში, ერთობლივი თაყვანისცემის შესაძლებლობა.ახალგაზრდა ზრდასრულებისთვის, რომლებიც 24 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, ტაძარში შეკრება გახდა იმ რწმენის შეხსენება, რომელიც მათ განსხვავებული კულტურის, ენისა და წარმომავლობის მიუხედავად აერთიანებთ.

„ტაძარში ერთად ყოფნისას მართლაც რაღაც ძალიან ძლიერი და შთამბეჭდავი ძალა იგრძნობოდა“, — თქვა კონორ ჰიუზმა, ახალგაზრდა ზრდასრულმა ჩორლიდან (ინგლისი). მან დასძინა: „ჩვენი განსხვავებული კულტურისა და წარმომავლობის მიუხედავად, ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ყველანი ერთი ოჯახის წევრები ვიყავით, საერთო მიზნებით. ჩემთვის ეს შეხსენება იყო, რომ ღმერთს ყველანი თანაბრად ვუყვარვართ“.

ბედფორდელი კაი კორისთვის კონფერენციის დასაწყისშივე ერთობლივმა თაყვანისცემამ ხელი შეუწყო შესაბამისი განწყობის შექმნასა და ერთიანობის იმ სულისკვეთების დამკვიდრებას, რომელიც მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში გაგრძელდა.

„ტაძრის მოკრძალებულმა, სულიერმა ატმოსფერომ და იმ ახლო ურთიერთობებმა, რომლებიც იქ ჩამოგვიყალიბდა, ნამდვილად გადაინაცვლა შაბათის აქტივობებშიც და დარჩენილ კონფერენციაზეც აისახა “, — თქვა მან.

image
24 ქვეყნიდან ჩამოსული დაახლოებით 1500 ახალგაზრდა ზრდასრული შეიკრიბა ლანკაშირში (ინგლისი) უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველ ყოველწლიურ კონფერენციაზე — „სათითაოდ“.

გაერთიანებულნი რწმენასა და მსახურებაში

შაბათს ახალგაზრდა ზრდასრულები ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო და ისტორიულ საფეხბურთო კლუბ „ბარნლის“ საშინაო სტადიონზე შეიკრიბნენ. მთელი დღის განმავლობაში მონაწილეები მხარდამხარ შრომობდნენ ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდასაჭერ მსახურების პროექტებში, მონაწილეობდნენ გუნდურ ღონისძიებებში და შეიკრიბნენ სულიერების საათზე უხუცეს კლარკ გ. გილბერტთან ერთად.

მთლი სტადიონის მასშტაბით გუნდებად განაწილებულმა მონაწილეებმა მოამზადეს სასურსათო ამანათები „ბარნლის“ საფეხბურთო კლუბის საკვების ბანკისთვის და 1500-ზე მეტი ჰიგიენური ნაკრები ჩაალაგეს ორგანიზაციებისთვის — „ლანკაშირის ქალები“ და „სეიფნეტი“. ეს ორგანიზაციები პრაქტიკულ დახმარებას უწევენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებსა და ოჯახებს, მათ შორის ოჯახური ძალადობისგან დაზარალებულ ქალებსა და ბავშვებს. 

image
24 ქვეყნიდან ჩამოსული დაახლოებით 1500 ახალგაზრდა ზრდასრული შეიკრიბა ლანკაშირში (ინგლისი) უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველ ყოველწლიურ კონფერენციაზე — „სათითაოდ“.

იუკასლ-ანდერ-ლაიმელი როუზისთვის ამ მსახურების პროექტმა თვალსაჩინო გახადა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ჩამოყალიბდეს აზრიანი და ღირებული მეგობრობა, როდესაც ადამიანები გაჭირვებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან.

„საოცარია, რომ შეგიძლია შეიკრიბო ადამიანებთან, რომლებსაც არ იცნობ, და სხვების მსახურების პროცესში ასე სწრაფად დაამყარო ასეთი მტკიცე კავშირები“, — თქვა მან. „ჩვენს ჯგუფში ათამდე ადამიანი იყო და მათგან მხოლოდ რამდენიმეს ვიცნობდი, მაგრამ ბოლოსკენ სულ სხვა შეგრძნება გვქონდა — სრულიად შევიცვალეთ“.

მან დასძინა: „ეს მართლაც საოცარია — იმყოფებოდე ერთ სივრცეში ამდენი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანთან ერთად, სადაც ყველა ერთი და იმავე მიზნისთვის ერთობლივად შრომობს“.

სამსახურებრივი პროექტის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ზრდასრულებმა „ბარნლის“ საფეხბურთო კლუბის სათამაშო მოედანზე გადაინაცვლეს. ჩვეულებრივ, მსოფლიო დონის ფეხბურთელების საშინაო სტადიონი, ამჯერად გუნდური სავარჯიშოების, სპორტული აქტივობებისა და მეგობრული შეჯიბრებების საღამოს მასპინძელი გახდა. გორგოლაჭებით სრიალიდან დაწყებული, რბილი ნაჯახების ტყორცნით დასრულებული — ახალგაზრდა ზრდასრულებმა ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა, გამოსულიყვნენ კომფორტის ზონიდან, გაეცნოთ ახალი ადამიანები და განემტკიცებინათ შაბათ-კვირის განმავლობაში შეძენილი მეგობრობა.

ლონდონელმა ახალგაზრდა ზრდასრულმა, მადლენმა, აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, დიდი კონფერენციების მოყვარული არ ვარ, ეს მართლაც არაჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი დღე იყო. სტადიონზე შენნაირი ადამიანებით სავსე გარემოში ყოფნას განსაკუთრებული, ცოცხალი ენერგიის მუხტი შემოაქვს. შევძელი შევხვედროდი და გავსაუბრებოდი ძველ მეგობრებს ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპიდან, ასევე გავიცანი ახალი ხალხი მსოფლიოს ყველა კუთხიდან — გოლუეიდან პერუმდე... სხვების დახმარება, საზოგადოებად გაერთიანება და 2000-იანი წლების დასაწყისის მუსიკაზე გართობა — აი, ეს არის უკანასკნელ დღეთა წმინდანობის არსი!“

ბევრი მონაწილისთვის კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ასპექტი ამ შეკრების მასშტაბების დანახვა და იმ ახალგაზრდა ზრდასრულთა გაცნობა იყო, რომლებიც მათ რწმენასა და ფასეულობებს იზიარებდნენ. იზაბელამ ლიმერიკიდან (ირლანდია) თქვა: „ეს უბრალოდ საოცრებაა, ამდენ ხალხს ნამდვილად არ ველოდი! ძალიან მაგარია აქ ამდენ ადამიანთან ერთად ყოფნა. იმის გაცნობიერება კი, რომ არსებობს ჩემი ასაკის ამდენი ადამიანი, რომელიც ჩემსავით ერთგულია ერთი და იმავე სტანდარტებისა, უბრალოდ საოცრებაა!“

„გახსოვდეთ თქვენი ღვთიური იდენტობა“, — მოუწოდებს უხუცესი გილბერტი

თორმეტ მოციქულთა ქვორუმის წევრი, უხუცესი კლარკ გ. გილბერტი, შაბათს საღამოს „ბარნლის“ საფეხბურთო კლუბში ახალგაზრდა ზრდასრულებს შეუერთდა.შეხვედრაზე მან ახალგაზრდული კონფერენციის რამდენიმე ორგანიზატორსა და მონაწილეს სთხოვა, გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები, რის შემდეგაც ხაზგასმით აღნიშნა ერთიანობის, მსახურებისა და ურთიერთკუთვნილების ის სულიერი ატმოსფერო, რომელიც ამ შეკრების მთავარი მახასიათებელი გახდა.

პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის მიერ წარსულში გაზიარებულ რჩევებზე დაყრდნობით, უხუცესმა გილბერტმა მოუწოდა დამსწრეებს, ახსოვდეთ საკუთარი მარადიული იდენტობა და ის როლი, რომელსაც იგი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში თამაშობს.

„რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, არის ის, რომ აქ მყოფი თითოეული ადამიანი, უკლებლივ ყველა, ღვთის შვილია“, — თქვა მან. „აქ მყოფ თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, იყოს აღთქმის შვილი, და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იღწვოდეს იმისთვის, რომ გახდეს იესო ქრისტეს მოწაფე“.

ევროპის მასშტაბით შეკრებილი 1500-ზე მეტი ახალგაზრდა ზრდასრულის ხილვისას, უხუცესმა გილბერტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან, კულტურიდან და წარმომავლობიდან იყვნენ, მათ იესო ქრისტესადმი საერთო რწმენა აერთიანებდათ.

პრეზიდენტ ნელსონის მიმართვაზე — „არჩევანი მარადისობისთვის“ საუბრისას, მან აღნიშნა, რომ საკუთარი ღვთიური იდენტობის გაცნობიერება ადამიანს ცხოვრებაში მიმართულებასა და მიზანდასახულობას ანიჭებს. „ძალიან ბევრი არჩევანის გაკეთება ხდება უფრო მარტივი, როდესაც იცი, ვინ ხარ“, — თქვა მან.

მან მოუწოდა ახალგაზრდა ზრდასრულებს ახსოვდეთ, რომ განათლებაზე, პოლიტიკასა თუ პირად ინტერესებზე დაფუძნებული იდენტობები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს, თუმცა მათი, როგორც ღვთის შვილების, აღთქმის შვილებისა და იესო ქრისტეს მოწაფეების იდენტობა მყარ და მარადიულ საფუძველს ქმნის

როგორც უხუცესმა გილბერტმა აღნიშნა: „ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს“, არის არა ჩვენი წარმომავლობა, არამედ საერთო რწმენა და ფასეულობები.

ახალგაზრდა ზრდასრულებისადმი მიმართვისას, „ბარნლის“ საფეხბურთო კლუბის თავმჯდომარემ, ალან პეისმა, მადლობა გადაუხადა მონაწილეებს ადგილობრივ საზოგადოებაში შეტანილი წვლილისთვის და მოუწოდა მათ, მთელი ცხოვრების მანძილზე შეენარჩუნებინათ ერთგულება საკუთარი მიზნებისა და რწმენისადმი.

„გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც კი თქვენს ძალებშია, რათა აიხდინოთ საკუთარი ოცნებები“, — თქვა მან. „რადგან ამგვარი რამ სწორედ ამ ოცნებებით ცხოვრებიდან იბადება“.

საკუთარი ახალგაზრდობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, პეისმა ცხოვრება და მოწაფეობა მთაზე ასვლას შეადარა: „ბავშვობაში აღმოვაჩინე, რომ მთებზე ცოცვა ძალიან მიყვარდა. მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ხშირად ვჩერდებოდი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, მიღირდა თუ არა იმ ძალისხმევის გაღება, რაც იქ ასასვლელად იყო საჭირო. ზოგჯერ ჩემი ხელმძღვანელები მამხნევებდნენ, რათა დამენახა, რომ მე კვლავ მსურდა ამ გზის გაგრძელება.თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, [ამ უქმეებზე] მოუსმინოთ უფლის მოციქულს, რომელიც გაგამხნევებთ, რათა განაგრძოთ ეს გზა თქვენი ზეციერი მამისკენ დასაბრუნებლად. მიიღეთ ეს გამხნევება მთელი გულით. ის ამას მთელი სერიოზულობით ამბობს. თქვენს ზეციურ მამას სურს, რომ თითოეული თქვენგანი, უკლებლივ ყველა, მასთან დაბრუნდეს“.

„სათითაოდ“: ღვთის თითოეული შვილის ფასეულობის დანახვა

ამ კონფერენციის განმსაზღვრელი ნიშანი იყო ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც თავად ახალგაზრდა ზრდასრულებმა ითამაშეს ამ ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ათობით მოხალისემ უამრავი საათი დაუთმო აქტივობების ორგანიზებას, ლოჯისტიკის კოორდინაციასა და სხვებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც მათ ერთმანეთთან დაკავშირებაში, საერთო თაყვანისცემასა და მსახურებაში დაეხმარებოდა.

„ყველაზე მეტად ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმის დანახვამ, რომ ახალგაზრდა ზრდასრულები არა მხოლოდ ესწრებოდნენ ამ კონფერენციას, არამედ ხელმძღვანელობდნენ კიდეც მას“, — თქვა უხუცესმა სკოტ სპენსერმა, რეგიონის სამოცდაათიანთა წევრმა, რომელიც პასუხისმგებელია ახალგაზრდა ზრდასრულთა კონფერენციებზე ევროპის ჩრდილოეთ რეგიონში. „ათობით ახალგაზრდა ზრდასრულმა ნებაყოფლობით უამრავი საათი დაუთმო ამ ღონისძიების დაგეგმვას, ორგანიზებასა და განხორციელებას, რითაც შექმნეს ისეთი გამოცდილება, რომელმაც განამტკიცა რწმენა, ჩაუყარა საფუძველი მეგობრობას და სხვებს დაეხმარა იმის შეგრძნებაში, რომ ისინი ამ საზოგადოების ნაწილი არიან“.

მან დასძინა: „მჯერა, ბევრი წავა აქედან იესო ქრისტესთან საკუთარი ურთიერთობისა და სხვათა ცხოვრების კურთხევის უნარის მიმართ უფრო დიდი რწმენითა და თავდაჯერებულობით“.

და ემა უეიდმა, ჩრდილოეთ ევროპის რეგიონის ორგანიზაციის მრჩეველმა, აღნიშნა, რომ კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასპექტი სხვადასხვა ქვეყნისა და წარმომავლობის ახალგაზრდა ზრდასრულთა რწმენაში გაერთიანების ხილვა იყო.

„ისინი ერთად ლოცულობდნენ, ერთად მსახურობდნენ და დაამყარეს მეგობრობა, რომელმაც გადალახა ეროვნული, კულტურული და ენობრივი ბარიერები“, — თქვა მან. „ამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ იესო ქრისტეს რწმენას აქვს ძალა, გააერთიანოს ადამიანები და შექმნას ხანგრძლივი, პოზიტიური გავლენა მათ ცხოვრებაში“.

უხუცესმა ალან ფილიპსმა, ჩრდილოეთ ევროპის რეგიონის პრეზიდენტობიდან, აღნიშნა, რომ ახალგაზრდა დასაოჯახებელი ზრდასრულები ევროპაში ეკლესიის მომავალს წარმოადგენენ. „წლების განმავლობაში მათთან ერთად ა.გ.(FSY) -ში მსახურებისას, ეს მე საკუთარი თვალით ვნახე. ისინი ხელმძღვანელობენ, ასწავლიან, მსახურობენ და სხვებს უწევენ მენტორობას ისეთი გზებით, როგორის მოწმენიც მანამდე არასდროს ვყოფილვართ. ბევრმა მათგანმა უკვე იმსახურა მისიაში და მზად არის, დღესვე დაეხმაროს ეკლესიას წინამძღოლობაში“.

„ჩვენ მოვუწოდებთ მეურვეობებისა და პალოების ხელმძღვანელებს, დაინახონ და აღიარონ მათი პოტენციალი. თქვენ რომ გენახათ ის, რაც ჩვენ ამ უქმეებზე ვიხილეთ, თითოეულ ახალგაზრდა დასაოჯახებელ ზრდასრულს ამ დიდებული საქმის წინა ხაზზე დააყენებდით. ჩვენ ისინი გვჭირდება ეპისკოპოსობებში, მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობებში და პალოების საბჭოებში“.

კონფერენციის შეჯამებისას უხუცესმა ფილიპსმა აღნიშნა: „ის, რისი მოწმენიც ჩვენ ამ უქმეებზე გავხდით, არის ახალგაზრდა ზრდასრულთა შესანიშნავი თაობა, რომელიც რწმენას, მსახურებასა და მოწაფეობას ირჩევს. შექმნილი მეგობრობა, გაწეული მსახურება და გაზიარებული სულიერი გამოცდილება კონფერენციის დასრულებიდან კიდევ დიდხანს გაგრძელდება. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალგაზრდა ზრდასრულები სახლში დაბრუნდებიან იესო ქრისტესადმი უფრო მეტად განმტკიცებული ერთგულებით და შთაგონებულნი იმით, რომ დალოცონ თავიანთი ოჯახები, მრევლი და საზოგადოება — სათითაოდ“.

პრესტონის ინგლისის ტაძრიდან დაწყებული ბარნლის საფეხბურთო კლუბით დამთავრებული, კონფერენცია ასახავდა მის მთავარ თემას — „სათითაოდ“: რომ თითოეული ადამიანი ღვთის საყვარელი შვილია ღვთაებრივი პოტენციალით და რომ ხანგრძლივი ცვლილებები ხშირად რწმენის, მსახურებისა და მეგობრობის ინდივიდუალური გამოვლინებებით იწყება.